პირველ თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
438

პირველ თებერვალს კრიპტოვალუტების ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა. ეს ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტების კურსის განსაკუთრებული ცვლილებები არ დაფიქსირებულა. კრიპტოვალუტების ფასების მომატების ძირითადი პროცენტული მაჩვენებლები 0.33%-დან 7%-მდე მერყეობდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ნიშნული ცდილობდა, რომ 3.500 დოლარის ნიშნულს მიახლოვებოდა. გუშინდელ დღესთან შედარებით დღეს ბიტკოინის კურსი ნამდვილად უკეთეს მდგომარეობაში იყო. მიუხედავად ამისა, კრიპტოვალუტის ფასი დღის ბოლოს 3.491 დოლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით სიდიდთ მეორე კრიპტოვალუტას, რიპლის: განსხვავებით ბიტკოინისგან რიპლის ფასი ოდნავ შემცირდა. ალტკოინის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 0.90%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ფასი 0.30 დოლარის ნიშნულის არ ჩამოსცდენია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, პირველ თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 114.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი