30 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
591

ორშაბათს, 30 მარტს ციფრული ვალუტის ბაზარი წინა დღესთან შედარებით სტაბილურად გამოიყურებოდა. დღის განმავლობაში ფასების მატებაც დაფიქსირდა.

ბიტკოინის კურსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 5.79%-ით მოიმატა. კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული ძირითადად 6.368 დოლარის დონეზე მოძრაობდა.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი დაახლოებით 5.903 დოლარიდან 6.892 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი 65.5%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 4.5%-ით არის მომატებული. უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასი 130 დოლარის ფარგლებში განაგრძობდა მოძრაობას.

კვირის მანძილზე ეთერიუმის კურსი 125 დოლარსა და 141 დოლარს შორის მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 30 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 177.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი