29 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
566

სამშაბათს, 29 იანვარს ციფრული ვალუტების ფასები ოდნავ გაუმჯობესდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საერთო ჯამში დღის მანძილზე კურსის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში მაინც დაფიქსირდა კურსის 1%-ით შემცირება ბიტკოინის ფასი 3.400 დოლარის ზღვარს არ ჩამოსცდენილა.

წინა პერიოდის გათვალისწინებით შესაძლოა, ითქვას, რომ ბიტკოინი კვლავ კრიზისშია. ანალიტიკოსების თქმით, ზრდის ტენდენცია მაშინ დაფიქსირდება, როცა კრიპტოვალუტის ფასი 3.655 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდება.

რაც შეეხება რიპლის მაჩვენებლებს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასი ნახევარი პროცენტით გაიზარდა. კურსმა კი 0.29 დოლარის ნიშნული დაიკავა.

რიპლის ფასი მცირე რყევებს განიცდიდა, თუმცა 28 იანვრიდან, მსგავსად სხვა კრიპტოვალუტებისა, რიპლიმაც ფასის მკვეთრი შემცირება აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 29 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 113.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი