კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
604

კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის კურსი მერყევი იყო.

ბიტკოინი

ბიტკოინის კურსი 7.337 დოლარამდე დაეცა. ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში შესაძლოა, ბიტკოინის კურსი 5.533 დოლარამდეც კი შემცირდეს.

კვირის მიწურულს კრიპტოვალუტის კურსი კვლავ 7.300 დოლარის ფარგლებში განაგრძობდა მოძრაობას. ამ ეტაპზე ექსპერტები პოზიტიურ პროგნოზს ვერ აკეთებენ.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მხოლოდ ფასის მომატების დროს განაგრძონ ვაჭრობა.

ეთერიუმი

ეთერიუმის კურსი 170 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა 23 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში ალტკოინის ფასმა 150 დოლარამდე დაიწია.

ბოლო 48 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 161-სა და 151 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

თუკი კრიპტოვალუტა ფასის კლებას გააგრძელებს მომდევნო ნიშნული 120 დოლარი იქნება.

აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის გამყარების დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

რიპლი

სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად დაიკლო რიპლის კურსმა. ალტკოინის ფასი 0.22 დოლარამდე დაეცა. ანალიტიკოსების ვარაუდით, შესაძლოა, რიპლის კურსი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდეს.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ფასი კიდევ დაიკლებს მომდევნო ფასის ნიშნული 0.18 დოლარი იქნება.

კრიპტოვალუტის კურსის მომატების შემთხვევაში კი რიპლის ფასი 0.25 დოლარამდე გაიზრდება.

ექსპერტები ტრეიდერებს მხოლოდ კურსის გამყარების დროს ურჩევენ ვაჭრობას.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ი 203 დოლარის დონის შენარჩუნებას ცდილობდა. თუმცა კრიპტოვალუტამ მოახერხა და ფასი 213 დოლარამდე გაზარდა.

მიუხედავად ამისა, ექსპერტები პოზიტიურ პროგნოზს ვერ აკეთებენ.

იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ფასი დაიკლებს მომდევნო ნიშნული 166 დოლარი იქნება.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ვაჭრობას არ რეკომენდირებენ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის კურსი 50 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. თუკი კრიპტოვალუტის ფასი შემცირდება მომდევნო დონე 36 დოლარი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი მოიმატებს სამიზნე ნიშნული 66 დოლარია.

ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის მომატების დროს რეკომენდირებენ ვაჭრობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი