22 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
491

პარასკევს, 22 ნოემბერს ციფრული ვალუტის ბაზარი მკვეთრად შემცირდა. დღის განმავლობაში საგრძნობლად დაიკლო ყველა ციფრული ვალუტის ფასმა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 7.130 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის კურსმა 7.940 დოლარიდან დაიწყო შემცირება.

აღსანიშნავია, რომ 22 ნოემბერს ბაზარზე ბიტკოინის წილი 66.3%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კაპიტალიზაცია დაახლოებით 16 მილიარდ დოლარს შეადგენდა. რიპლი მას მცირედით ჩამორჩება. რიპლის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 10 მილიარდი დოლარია.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი 9%-ით შემცირდა. ამჟამად, ეთერიუმის ფასის ნიშნული 148 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 22 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 195 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი