ბიტკოინის ფასი მცირე რყევებს განიცდის

0
562

18 ნოემბერს ციფრული ვალუტების ბაზარი მცირე რყევებს განიცდიდა.

დღის განმავლობაში შემცირდა ბიტკოინის ფასიც. კურსის კლების მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ს შეადგენდა. თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ კრიპტოვალუტის ფასი 8.500 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდენოდა.

Coin360– ის მონაცემებმა აჩვენა, რომ ბიტკოინის ორშაბათის ფასის კლება კვირა საღამოდან დაიწყო. მაშინ, როდესაც კურსი 8.600 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა.

რაც შეეხება ბიტკოინის საბაზრო წილს: ის კვლავ მაღალია და 65.9%-ს შეადგენს.

ბიტკოინის მსგავსად დაიკლო ეთერიუმის კურსმაც. დღის განმავლობაში ალტკოინის ფასი დაახლოებით 2.37%-ით შემცირდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასის მაჩვენებელი მაინც 180 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 18 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 234 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი