ალტკოინების კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს

0
403

6 ნოემბერს ალტკოინების ფასმა ოდნავ დაიკლო. თუმცა წინა დღეების მონაცემებთან შედარებით განსაკუთრებული ფასის ცვლილება არ დაფიქსირებულა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 2.79%-ით გაიზარდა. 6 ნოემბერს ალტკოინის ფასი 300 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინ Cash-ის კაპიტალიზაცია 5 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

6 ნოემბრის მონაცემების მიხედვით კი, ალტკოინზე ვაჭრობა 302 დოლარზე დაიხურა.

რაც შეეხება რიპლის: 6 ნოემბერის მონაცემებით, ალტკოინის ფასი 0.30 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რიპლის ფასმა დაახლოებით 0.26%-ით დაიკლო.

6 ნოემბერს რიპლის კურსიც ზრდის ტენდენციას აჩვენებდა. ამ დღის მონაცემების თანახმად, ალტკოინზე ვაჭრობა 0.30 დოლარზე დაიხურა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რიპლი კაპიტალიზაციის სიდიდით კვლავ მესამე ადგილს იკავებს. ალტკოინის კაპიტალიზაცია კი დაახლოებით 13 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი