კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
529

კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარზე მკვეთრი ცვლილება არ დაფიქსირებულა.

ბიტკოინი

ანალიტიკოსები ბიტკოინის ფასის შესახებ მხოლოდ პოზიტიურ პროგნოზს ვერ აკეთებენ. მათი მოსაზრებით, შესაძლოა, კურსი ისევ დაეცეს.

იმ შემთხვევაში, თუ ფასი დაეცემა მომდევნო სამიზნე ნიშნული 7.702-სა და 7.337 დოლარს შორის იმოძრავებს.

თუმცა, თუ კრიპტოვალუტის კურსი მოიმატებს შესაძლოა, ბიტკოინის ფასი 8.100 დოლარამდეც კი გაიზარდოს.

ექსპერტები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის მომატების დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

ეთერიუმი

ეთერიუმი კვლავ 200 დოლარის ქვემოთ მოძრაობს. თუკი კრიპტოვალუტის ფასი შემცირდება შესაძლოა, ეთერიუმის ფასის მაჩვენებელი 163 დოლარაზე აღმოჩნდეს.

თუმცა თუ ალტკოინის ფასმა მოიმატა მაშინ ეთერიუმი 235 დოლარის ნიშნულს დაიკავებს.

ანალიტიკოსები ვაჭრობას მხოლოდ ფასის მომატების დროს რეკომენდირებენ.

რიპლი

რიპლის კურსი 0.29 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. თუკი კრიპტოვალუტა მოიმატებს სამიზნე ნიშნული 0.34 დოლარი იქნება.

თუმცა ანალიტიკოსები რიპლის ფასის კლებასაც არ გამორიცხავენ. თუ ფასი დაეცემა მოსალოდნელია, რომ კურსი 0.22 დოლარამდე შემცირდეს.

სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად, ექსპერტები რიპლის ფასის მომატების დროს რეკომენდირებენ ვაჭრობას.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის ფასი 224 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. თუკი კრიპტოვალუტის კურსი შემცირდება მოსალოდნელია, რომ ფასი 166 დოლარამდე დაეცეს.

ამასთანავე, თუ ალტკოინმა კურსის მატება მოახერხა მაშინ სამიზნე ნიშნული 241 დოლარია.

ანალიტიკოსები ამ ეტაპზე ტრეიდერებს არსებული პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის კურსი 56 დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუკი ფასი დაიკლებს მოსალოდნელია, რომ 42 დოლარამდე დაეცეს.

თუმცა, თუ ალტკოინის კურსი გაიზრდება მაშინ სამიზნე ნიშნული 80 დოლარია.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ლაიტკოინის ფასის გამყარებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი