6 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
483

კვირას, 6 ოქტომბერს ციფრული ვალუტის ბაზარი მკვეთრად შემცირდა.

ბიტკოინის ფასი 8.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 2.16%-ით შემცირდა. თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბიტკოინის ფასის ნიშნულს 7.900 დოლარის ფარგლებში დაეწყო მერყეობა.

უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მძიმე ვითარებაა. ანალიტიკოსებს პოზიტიური პროგნოზის გაკეთა უჭირთ.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კაპიტალიზაცია 18.84 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ მონაცემებით ეთერიუმი კაპიტალიზაციით მეორე მსხვილი კრიპტოვალუტის სტატუსს ინარჩუნებს.

რიპლის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი მხოლოდ 10.9 მილიარდს შეადგენს.

თუმცა ფასის კლება ეთერიუმმაც განიცადა. Coin360-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ღირებულება დაახლოებით 2.30% -ით შემცირდა.

6 ოქტომბერს ეთერიუმის კურსი 170 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 6 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 216 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი