11 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
546

ოთხშაბათს, 11 სექტემბერს ციფრული ვალუტების ბაზარი შემცირებას განიცდიდა. კრიპტოვალუტების უმეტესობამ ფასების კლების ტენდენცია აჩვენა.

ბიტკოინის ფასის მაჩვენებელი 10.100 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 10.100 დოლარს ჩამოსცდა. თუმცა დღის ბოლოს კრიპტოვალუტამ ფასის გაუმჯობესება კვლავ მოახერხა და 10.170 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის წილი ბაზარზე 70%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კურსმა მცირე რყევები განიცადა. ეთერიუმის ფასის მაჩვენებელი ძირითადად 175 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასი 0.83%-ით შემცირდა. დღის ბოლოს კი ალტკოინის ღირებულება 178 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 11 სექტემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 260 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი