6 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
503

ბოლო ორი დღეა კრიპტოვალუტების ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს. თუმცა შეინიშნება ფასების მცირე კლებაც.

პარასკევს, 6 სექტემბერს ბიტკოინის ფასი 10.400 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 1.83%-ით შემცირდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ყველაზე დაბალი ფასი 9.531 დოლარზე დაფიქსირდა. კრიპტოვალუტის ყველაზე მაღალი კურსი კი 10.898 დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი დაახელობით 2.38%-ით შემცირდა. დღის განმავლობაში კი ეთერიუმის ფასი 170 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

კვირის განმავლობაში ალტკოინის ყველაზე მაღალი ფასი 182 დოლარზე დაფიქსირდა. კურსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 167 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 6 სექტემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 263 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი