კრიპტოვალუტების ბაზარი გაიზარდა

0
598

ოთხშაბათს, 28 სექტემბერს კრიპტოვალუტების ბაზარმა ზრდის ტენდენცია კვლავ აჩვენა.

მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, 20 კრიპტოვალუტის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში, მცირედი ფასების სტაგნაციის შემდეგ, გაიზარდა.

ბიტკოინის კურსი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 2%-ით გაიზარდა. საბოლოოდ, ბიტკოინის ღირებულებამ 19.426 დოლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტამ დღის განმავლობაში 19.000 დოლარის მხადაჭერას მიაღწია და ფასები ძირითადად 18.500-სა და 19.600 დოლარს შორის მერყეობდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინ ალტკოინის ღირებულებამ 1.337 დოლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის კურსი საკმაოდ მერყევი იყო.

დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის ყველაზე მაღალი დონე მხოლოდ და მხოლოდ 1.351 დოლარს შეადგენდა. ალტკოინისთვის ზედა ზღვარი კვლავ 2.000 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 28 სექტემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 940 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი