8 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
580

ორშაბათს, 8 აპრილს ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასი ზრდის ტენდენციას აჩვენებდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში ფასების მცირე დანაკარგიც დაფიქსირდა.

უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის კურსმა დღის პირველ ნახევარში 5.315 დოლარზე მეტს მიაღწია. თუმცა დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 0.4%-ით შემცირდა. შემცირების შემდეგ ბიტკოინის კურსმა 5.171 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 24.4%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით ყველაზე მსხვილ ალტკოინს: ეთერიუმის ფასი დღის განმავლობაში 5.3%-ით გაიზარდა. მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასმა 177 დოლარს მიაღწია.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული 23.6%-ით არის გაუმჯობესებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 8 აპრილს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 179 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი