27 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1204

ორშაბათს, 27 დეკემბერს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ გაუმჯობესდა. კრიპტოვალუტების ფასებმა დაახლოებით 3-დან 12%-მდე მოიმატა.

ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი ბოლო 24 საათის განმავლობაში 3.02%-ით არის გაუმჯობესებული. ამ ეტაპზე ციფრული ვალუტის ღირებულება 51.780 დოლარს შეადგენს.

ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ 2021 წლის ბოლომდე ბიტკოინი 52.500 დოლარის ზღვარს გადალახავს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა დაახლოებით 12%-ით მოიმატა.

27 დეკემბერს ბიტკოინის საბაზრო წილი 40.2%, ხოლო ეთერიუმის – 20.1%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასი 1.24%-ით არის გაზრდილი. დღევანდელი მონაცემების მიხედვით, ეთერიუმის ფასი 4.111 დოლარის ფარგლებში მერყეობს. კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მატება 7.41%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 27 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 411 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი