კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
624

ამ კვირაში ციფრული ვალუტების ფასებმა საგრძნობლად მოიმატა.

ბიტკოინი

ბოლო სამი დღის განმავლობაში ბიტკოინის სამიზნე ფასი 5.273 დოლარს შეადგენდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში კრიპტოვალუტას ჰქონდა რყევებიც. ასეთ დროს ბიტკოინის კურსი 4.914-სა და 4.775 დოლარს შორის მოძრაობდა.

ბიტკოინი ზრდის ტენდენციას აჩვენებს. თუკი კრიპტოვალუტა 5.273 დოლარის ზღვარს გადალახავს მაშინ მოსალოდნელი დონე 5.900 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზი მაშინ არ გამართლდება, როდესაც ბიტკოინის ფასი 4.500 დოლარის ქვემოთ აღმოჩნდება. აქედან გამომდინარე, ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 4.400 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

ეთერიუმი

3 აპრილს ეთერიუმის კურსი 167 დოლარზე ზემოთ აღმოჩნდა. ამჟამად, ალტკოინის კურსი 176 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

წარმატების შემთხვევაში, ეთერიუმს შანსი აქვს 251 დოლარზე დაფიქსირდეს.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის საპირისპიროდ, თუ ციფრული ვალუტის კურსი კლებას დაიწყებს მომდევნო ფასი 144 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ 150 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

რიპლი

რიპლის სამიზნე ფასი 0.40 დოლარია. თუ ფასი ზრდას განაგრძობს მოსალოდნელი დონე 0.60 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ფასის კლება 0.33 დოლარზეა მოსალოდნელი.

რიპლის შემთხვევაში ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მატებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

ლაიტკოინი

3 აპრილს ლაიტკოინის ფასმა 91 დოლარს მიაღწია. ამ ეტაპზე ალტკოინი ცდილობს, რომ 80 დოლარის ნიშნულის ქვემოთ არ ჩამოვიდეს.

თუ ლაიტკოინის კურსი 91 დოლარზე ზემოთ აიწევს სამიზნე ფასი 159 დოლარი იქნება. მიუხედავად ამისა, თუ ალტკოინის კურსი შემცირდება მოსალოდნელი დონე 77 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ფასის გამყარების შემთხვევაში რეკომენდირებენ ვაჭრობას.

ბიტკოინ Cash-ი

კვირის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ის კურსი 363 დოლარამდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ კურსი 400 დოლარს უახლოვდება.

ექსპერტების თქმით, სრულიად შესაძლებელია კურსის 400 დოლარამდე გაზრდა.

იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ფასი 239 დოლარზე ქვემოთ მოექცევა მოსალოდნელი დონე 208 დოლარი იქნება.

აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 230 დოლარზე შეინარჩუნონ პოზიციები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი