ციფრული ვალუტის ბაზარი ოდნავ შემცირდა

0
1000

პარასკევს, სამუშაო კვირის ბოლოს, ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ 20 ოქტომბერს ბიტკოინმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, დღეს კურსი შემცირდა. დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 61.917 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 4.59%-ით შემცირდა.

კვირის განმავლობაში კი ბიტკოინის კურსის მატების მაჩვენებელი 3.21%-ს შეადგენს. ანალიტიკოსების მოსალოდნელი პროგნოზი კვლავ 67.000 დოლარია.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი დაახლოებით 4.07%-ით შემცირდა. დღის განმავლობაში კი ალტკოინის ფასის ნიშნული 4.033 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

აღსანიშნავია, რომ კლების მიუხედავად, ეთერიუმის ფასის მაჩვენებელი 4.000 დოლარის ქვემოთ არ ჩამოსულა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 22 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 363 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი