27 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
764

სამშაბათს, 27 ივლისს ციფრული ვალუტის ბაზარი არასტაბილურობით გამოირჩეოდა. დღის განმავლობაში ფასის კლების შემთხვევებიც დაფიქსირდა.

აღსანიშნავია რომ მიუხედავად რყევებისა, ბიტკოინის კურსი 37.000 დოლარის ნიშნულის ქვემოთ არ მოექცა. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტა თავისი ძირითადი ზღვრის ქვემოთ არ ჩამოდის. დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი სხვადასხვა პოზიციაზე იმყოფებოდა.

დღის ბოლოს კურსი დაახლოებით 4.63%-ით იყო შემცირებული. თუმცა ბიტკოინის ფასი 38.700 დოლარის ფარგლებში განაგრძობდა მოძრაობას, რაც თავისთავად დადებითი ტენდენცია იყო.

ამასთანავე, უნდა აღნიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა დაახლოებით 26.36% დაკარგა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 6.07%-ით დაიკლო. დღის ბოლოს კი ეთერიუმის ფასის ნიშნული 2.221 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 27 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 478 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი