15 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
796

პარასკევს, 15 ივლისს ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირდა.

ბიტკოინის ფასი 32.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 3.26%-ით შემცირდა. თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბიტკოინის ფასის ნიშნულს 31.437 დოლარის ფარგლებში დაეწყო მერყეობა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსმა ყველაზე დაბალი დონე 10 ივლისს აჩვენა, რა დროსაც ფასი 33.116 დოლარი იყო.

15 ივლისს ბიტკოინის საბაზრო წილი 46%-ს, ხოლო ეთერიუმის – 17.1%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ფასის კლება ალტკოინმაც განიცადა. ბოლო 2 დღეა ეთერიუმის ღირებულება 1.900 დოლარის დონეს ჩამოსცდა.

15 ივლისს ეთერიუმის კურსი 1.870 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსებს პოზიტიური პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 15 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 281 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი