ალტკოინების ფასები გაუმჯობესდა

0
538

27 და 28 აპრილს ციფრული ვალუტების ფასები საგრძნობლად გაუმჯობესდა. ფასის ზრდა განსაკუთრებით პოზიტიურად აისახა ალტკოინების კურსზე.

27 აპრილს ეთერიუმზე ვაჭრობა 2.534 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 2.676 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი დონე კი 2.485 დოლარზე დაფიქსირდა.

დღის ბოლოს კი ეთერიუმზე ვაჭრობა 2.662 დოლარზე დაიხურა.

ამ ეტაპზე ალტკოინის ღირებულება 2.700 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ეთერიუმის ფასმა 2.56%-ით მოიმატა.

ანალიტიკოსებს იმედი აქვთ, რომ ახლო მომავალში, ეთერიუმის ფასი 3.000 დოლარის დონეს გადალახავს.

გუშინ ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 849 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 891 დოლარი იყო. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 833 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 887 დოლარზე დაიხურა.

ამჟამად, ალტკოინის კურსი 885 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი დაახლოებით 2%-ით არის გაზრდილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი