25 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
726

ხუთშაბათს, 25 მარტს კრიპტოვალუტების ბაზარი შემცირდა. დღის პირველ ნახევარში ციფრული ვალუტის ფასებმა დაახლოებით 5%-დან 15%-მდე დაიკლო.

ბიტკოინის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 5.39%-ით შემცირდა. ამის შემდეგ ციფრული ვალუტის კურსმა მერყეობა 52.600 დოლარის ფარგლებში დაიწყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასმა ვარდნა 52.774 დოლარიდან დაიწყო. თუკი ბიტკოინის კურსი 52.000 დოლარის ზღვარს ჩამოსცდება შესაძლოა, კურსი 49.000 დოლარამდე შემცირდეს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ხუთშაბათს, დღის პირველ ნახევარში, კრიპტოვალუტის კურსი 1.590 დოლარის ფარგლებში განაგრძობდა მოძრაობას. თუკი ალტკოინმა კლების ტენდენცია განაგრძო სავარაუდო დონე 1.400 დოლარი იქნება.

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 6.07%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 25 მარტს, დღის პირველ ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 636 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი