ბიტკოინის კურსი მკვეთრად არის გაუმჯობესებული

    სამშაბათს, 27 ოქტომბერს ციფრული ვალუტის ბაზრის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

    ბიტკოინის ფასის ნიშნული 13.000 დოლარს მნიშვნელოვნად ასცდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ნიშნული 3.84%-ით არის მომატებული.

    ამ ეტაპზე კი ბიტკოინის ფასი 13.623 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

    ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი კი 62.7%-ს შეადგენს.

    რაც შეეხება ეთერიუმს: უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასის მაჩვენებელი ნელ-ნელა 400 დოლარის ნიშნულს უახლოვდება.

    ალტკოინის ფასმა 0.42%-ით მოიმატა. ეთერიუმის კურსი კი 395 დოლარზე დაფიქსირდა.

    მოსალოდნელია, რომ დღის ბოლომდე, თუკი ეთერიუმმა ზრდის ტენდენცია არ შეაჩერა, ეთერიუმის ფასი 400 დოლარის დონეს ასცდეს.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის ციფრების თანახმად, 28 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 403.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *