ბიტკოინის კურსმა 13.000 დოლარის დონე გადალახა

0
635

ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს კრიპტოვალუტის ბაზარმა ზრდის ტენდენცია დააფიქსირა.

საგრძნობლად გაიზარდა ბიტკოინის კურსის ნიშნული. თუკი ანალიტიკოსები ბიტკოინის ფასის ზრდას 12.000 დოლარზე პროგნოზირებდნენ, დღეს ფასმა 13.000 დოლარის დონეს მიაღწია.

ბიტკოინის ფასმა მოიმატა და 13.000 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა. ბოლო 7 დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 13.74%-ით არის გაზრდილი.

უნდა აღინიშნოს, რომ წინა დღეებში ბიტკოინის ფასის ნიშნული 11.700-სა და 12.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ამ ეტაპზე ბიტკოინის სამიზნე დონე 13.500 დოლარია.

მნიშვნელოვანია, რომ მთლიან ბაზარზე ბიტკოინის საბაზრო წილი 61.2%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის კურსიც გაიზარდა. ალტკოინის ფასის ნიშნული 417 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი 6.61%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 22 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 388.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი