კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
554

წინა კვირას ციფრული ვალუტის ბაზარი კლების ტენდენციას აჩვენებდა.

ბიტკოინი

ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ბიტკოინის კურსი 9.476 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. თუმცა კრიპტოვალუტამ ეს დონე მაინც ვერ შეინარჩუნა. ბიტკოინის ფასი 9.300 დოლარის დონემდე შემცირდა.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასმა კლება განაგრძო მომდევნო დონე 8,638 დოლარი იქნება. თუმცა კრიპტოვალუტამ ეს ნიშნულიც თუ ვერ შეინარჩუნა მომდევნო დონე 8.130 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში ბიტკოინის კურსის მატების დონე 10.000 დოლარს შეადგენს.

ეთერიუმი

კვირა საღამოს ეთერიუმის კურსის ნიშნული 230 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ბოლო რამდენიმე დღეა ალტკოინის ფასი 225-სა და 239 დოლარს შორის არის.

ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კურსი 200 დოლარის დონეს ჩამოსცდეს. ეთერიუმის ფასის კლების დროს მოსალოდნელია, რომ კურსი 196-სა და 176 დოლარის შუალედში იმოძრავებს.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ფასი ზრდის ტენდენციას დააფიქსირებს მოსალოდნელი დონე 253 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის ზრდას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

რიპლი

ბოლო რამდენიმე დღეა ალტკოინის კურსი 0.19 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ რიპლის ფასი 0.16-სა და 0.14 დოლარს შორის იმოძრავებს.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის დონე მოიმატებს სავარაუდო მაჩვენებელი 0.21 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მატებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

კვირა საღამოს ალტკოინის დონე 232 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. კურსის კლების შემთხვევაში ფასი შესაძლოა, 217 დოლარამდე დაეცეს.

ფასის კიდევ უფრო დაცემის დროს მოსალოდნელია, რომ ალტკოინის დონე 200 დოლარამდე შემცირდეს.

იმ შემთხვევაში, თუ კურსის მატება დაფიქსირდება ბიტკოინ Cash-ის სამიზნე დონე 255 დოლარია.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მატებას დაელოდონ.

ლაიტკოინი

გუშინ ლაიტკოინის კურსი 43 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ფასის კლების შემთხვევაში მომდევნო დონე 32 დოლარი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი მოიმატებს მომდევნო სამიზნე ნიშნული 51 დოლარია.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის გამყარებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი