ბიტკოინის კურსი 9.250 დოლარის ფარგლებში მოძრაობს

0
579

გასულ კვირას ბიტკოინის ფასმა ცვლილება განიცადა. ბოლო 7 დღის განმავლობაში ბიტკოინის ყველაზე დაბალი კურსი 9.247 დოლარზე დაფიქსრდა. ყველაზე მაღალი ფასის ნიშნული კი 9.680 დოლარი იყო.

ფასების ამ ორ მონაცემს შორის არსებობს ზღვარი, რომლის დაძლევის შემდეგ ბიტკოინი 10.000 დოლარის ნიშნულს დაიკავებს. ამ ზღვრად კვლავ 9.800 დოლარი რჩება.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის ფასი 9.800 დოლარს მნიშვნელოვნად ჩამოსცდება, მაშინ ფასი 9.100 დოლარის დონეზე დაფიქსირდება.

ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსი შემცირებულია. დღის განმავლობაში ფასის კლება თითქმის 1%-ს შეადგენს. ექსპერტები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის ზრდის დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი კვლავ პროგნოზირებს, რომ ბიტკოინი 2017 წლის შედეგებს გაიმეორებს. ეს კი ნიშნავს, რომ ფასმა შესაძლოა, 20.000 დოლარის ფარგლებში დაიწყოს მოძრაობა.

შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს დღის ბოლოს ბიტკოინის ფასი 9.257 დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი