8 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    ორშაბათს, 8 ოქტომბერს კრიპტოვალუტების ბაზარმა აშკარა ზრდა დაიწყო.

    ბიტკოინის კურსმა საგრძნობლად მოიმატა. კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 6.500 დოლარის ზღვარს ასცდა და 6.664 დოლარზე დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკონის კურსი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 2%-ით გაიზარდა.

    ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი მხოლოდ 1%-ით არის გაზრდილი, ხოლო თვის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის დანაკარგი 8%-ს შეადგენს.

    რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინ, ალტკოინის კურსი 3%-ით გაიზარდა და ფასი საბოლოოდ 230 დოლარზე დაფიქსირდა. ეთერიუმის კურსი წინა კვირის მანძილზე საკმაოდ მერყევი იყო და ფასები ძირითადად 220-სა და 225 დოლარს შორის მოძრაობდა.

    ეთერიუმის კურსი კვირის განმავლობაში 0.6%-იან დანაკარგას განიცდის. თვის მანძილზე კი, ალტკოინის კურსი 17%-ით არის შემცირებული.

    შეგახსენებეთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 8 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 221.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *