2 ივლისის ფასების მცირე მიმოხილვა

    ორშაბათ დღეს, 2 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარმა, საკმაოდ რთული კვირის შემდეგ, აშაკარად დაიწყო ზრდა.

    ბიტკოინმა კრიტიკული ზღვარი გადალახა და 6.000 დოლარის ნიშნულს ასცდა. გუშინდელი დღის მონაცემებით, კრიპტოვალუტა 6.500-დან 6.599 დოლარს შორის მერყეობდა.

    უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 4%-ით მოიმატა.

    რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტამ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ფასის 6%-იანი ზრდა მოახერხა.

    ორშაბათს, ეთერიუმის ფასის მაჩვენებელი 470 დოლარის ირგვლივ მერყეობდა.

    Coinmarketcap- ის ათეულში შემავალმა, IOTA-მ 24 საათის განმავლობაში კურსის 9%-ით გაუმჯობესება მოახერხა. გუშინდელი მონაცემებით, IOTA-ს ღირებულება 1.13 დოლარს შეადგენდა.

    რაც შეეხება მთლიან საბაზრო კაპიტალიზაციას, შაბათ-კვირის კაპიტალიზაციასთან შედარებით, რა თქმა უნდა, მონაცემები გაუმჯობესებულია. თუ კვირას მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია 258 მილიარდი დოლარი დაფიქსირდა, გუშინდელი მონაცემებით, კრიპტოვალუტების მთლიანმა კაპიტალიზაციამ 269 მილიარდი დოლარი შეადგინა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *