29 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
827

ოთხშაბათს, 29 აგვისტოს კრიპტოვალუტების ბაზარი მეტწილადად ცდილობდა წინა დღის მაჩვენებელების შენარჩუნებას.

გუშინ, ბიტკოინის ფასი 7.036 დოლარს შეადგენდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი მხოლოდ 0.5%-ით შემცირდა.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ზრდა არის მყარი და ის 5.7%-ს შეადგენს, ხოლო თვის განმავლობაში კლების მაჩვენებელი 14%-ის ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კურსი დაახლობით 296 დოლარის ფარგლებში მერყეობდა და ძალიან ახლოს იყო 300 დოლარის ნიშნულთან.

30 აგვისტოს მონაცემების მიხედვით, ეთერიუმის კურსი 286 დოლარს შეადგენს.

კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 9%-ით არის გაუმჯობესებული, ხოლო კრიპტოვალუტის ფასის თვიური ზარალი კვლავ მაღალია და ის 36.6%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 29 აგვისტოს მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია 229.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც ნიშნავს, რომ კაპიტალიზაცია 28 აგვისტოს მონაცემებთან შედარებით 4 მილიარდით არის შემცირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი