15 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    ოთხშაბათს, 15 აპრილს ციფრული ვალუტის ბაზარი გუშინდელ დღესთან შედარებით ოდნავ გაიზარდა.

    ბიტკოინის კურსი 14 აპრილის მაჩვენებელთან შედარებით 0.54%-ით გაუმჯობესდა. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ფასი 6.860 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ეს კი ნიშნავს, რომ ბიტკოინი ნელ-ნელა 7.000 დოლარის დონეს უახლოვდება.

    ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი კი 64.1%-ს შეადგენს.

    რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეორე მსხვილ ციფრულ ვალუტას, ეთერიუმს: ამჟამად, ეთერიუმის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 17 მილიარდი დოლარია. გაზრდილია რიპლის კაპიტალიზაციის მაჩვენებელიც, რომელიც ამ ეტაპზე 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

    15 აპრილს ბიტკოინის ფასის ცვლილებასთან ერთად ეთერიუმის კურსმაც ზრდის ნიშანი აჩვენა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ღირებულება 0.95%-ით გაიზარდა. საბოლოოდ ეთერიუმის ფასმა 158 დოლარი შეადგინა.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 15 აპრილის დღის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 196 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *