14 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
776

სამშაბათს, 14 ივლისს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა.

ბიტკოინის ფასი დღის განმავლობაში 1%-ით დაეცა. კრიპტოვალუტის კურსმა კი 9.195-სა და 9.215 დოლარის ფარგლებში დაიწყო მერყეობა.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ყველაზე მაღალი ფასის ნიშნული 9.450 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი დონე კი 9.118 დოლარზე.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 1.51%-ით შემცირდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 239 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის კურსი ძალიან ახლოს არის კვირის ყველაზე დაბალ, 236 დოლარის ნიშნულთან. თუკი ალტკოინის ფასი შემცირდა მომდევნო დონე 236 დოლარი იქნება.

აქვე აღსანიშნავია ალტკოინის ბოლო 7 დღის განმავლობაში დაფიქსირებული კურსის ყველაზე მაღალი დონე, რომელიც 248 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 14 ივლისს, დღის მეორე ნახევარში კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 271.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი