შაბათს, 13 ივლისს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა.
დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 11.450 დოლარის ქვემოთაც კი აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი მხოლოდ 1%-ით შემცირდა.
კვირის განმავლობაში კი ბიტკოინის კურსის კლების მაჩვენებელი 3.8%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი ბაზრის კაპიტალიზაციით მეორე ადგილს კვლავ ინარჩუნებს. ალტკოინის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 28.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. რიპლის კაპიტალიზაცია კი 14 მილიარდი დოლარია.
Coin360-ის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსიც დაახლოებით 1%-ით შემცირდა. დღის განმავლობაში კი ალტკოინის ფასის ნიშნული 270 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
კვირის განმავლობაში კი ეთერიუმის ფასის მაჩვენებელი 7%-ით არის შემცირებული.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 13 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 313.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ეს მაჩვენებელი კი ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებელზე დაახლოებით 5%-ით ნაკლებია.