კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2954

წინა კვირას ციფრული ვალუტის ბაზარი ოდნავ შემცირდა. თუმცა კვირას კრიპტოვალუტების კურსი გაუმჯობესდა.

ბიტკოინი

ანალიტიკოსები ბიტკოინის კურსის მატებას ვარაუდობენ. ექსპერტების მოსაზრებით, თუკი ბიტკოინის ფასი გაიზრდება სამიზნე ნიშნული 19.500 დოლარი იქნება.

ამ ეტაპზე კრიპტოვალუტა 19.290 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

მეორე მხრივ, თუ ბიტკოინის ფასი შემცირდა მოსალოდნელი დონე 16.525 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ბიტკოინის ფასის გამყარებისთანავე დაიწყონ ვაჭრობა.

ეთერიუმი

კურსის ზრდის შემთხვევაში ეთერიუმის სამიზნე ფასი 590 დოლარია. 13 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში ალტკოინის ფასი 583 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა კრიპტოვალუტის კურსი შესაძლოა, 488 დოლარზე დაეცეს.

ფასის მატების შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ კურსი 622 დოლარამდე გაიზარდოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის მომატების დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

რიპლი

რიპლის ფასის ზრდის ნიშნად მიიჩნევა პოზიცია, როდესაც კურსი 0.60 დოლარის პოზიციაზე იქნება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ფასი დავარდება კურსი შესაძლოა, 0.39 დოლარის დონეზე აღმოჩნდეს.

ფასის ზრდის დროს მოსალოდნელია, რომ რიპლი წინააღმდეგობას 0.51-სა და 0.60 დოლარს შორის შეხვდება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის გამყარების შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

კვირა საღამოს ბიტკოინ Cash-ის ფასი 275 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. თუკი ალტკოინის ფასი დაიწევს მაშინ შესაძლოა, ალტკოინის კურსი 230 დოლარზე დაფიქსირდეს.

თუმცა ანალიტიკოსები იმედს გამოთქვამენ, რომ ბიტკოინ Cash-ი ზრდას განაახლებს. კრიპტოვალუტის სამიზნე დონე 280 დოლარია.

ანალიტიკოსები ფასის მატებისთანავე ვაჭრობას რეკომენდირებენ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 7%-ით გაუმჯობესდა. ფასის კიდევ უფრო მატების შემთხვევაში მოსალოდნელი დონე 90 დოლარია.

ლაიტკოინის სამიზნე ნიშნული კი 100 დოლარია.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი შემცირდება შესაძლოა, კრიპტოვალუტის ფასი 48 დოლარზეც კი დაფიქსირდეს.

13 დეკემბერს ალტკოინის ღირებულება 80 დოლარს შეადგენდა.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ლაიტკოინის ფასის მატებას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი