27 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    ორშაბათს, 27 ივნისს ციფრული ვალუტების ბაზარი შემცირდა.

    ბიტკოინის ფასი 10.000 დოლარზე დაეცა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ნიშნული დაახლოებით 20%-ით შემცირდა. დღის განმავლობაში ფასი 10.600 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

    აღსანიშნავია, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი მხოლოდ 13.28%-ით არის მომატებული.

    რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კაპიტალიზაცია 30.1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

    Coin360-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ღირებულება 16%-ით შემცირდა. დღის განმავლობაში ალტკოინის კურსი 280-სა და 300 დოლარს შორის მოძრაობდა.

    უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 8.2%-ით არის მომატებული.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 27 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 307 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    ეს მაჩვენებელი წინა კვირის მაჩვენებელზე 6.1%-ით მეტია.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *