29 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
687

ოთხშაბათს, 29 მაისს კრიპტოვალუტის ბაზარი ოდნავ შემცირდა.

დღის პირველ ნახევარში ბიტკოინის ფასი 8.700 დოლარის ნიშნულს ქვემოთ მოექცა. კრიპტოვალუტა ძირითადად 8.658 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღის მეორე ნახევარში ბიტკოინის ფასმა ზრდა დაიწყო. საღამოს ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი კვლავ დაუბრუნდა 8.700 დოლარის ნიშნულს. ბიტკოინის ფასი 8.730 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი განსაკუთრებულად არ შეცვლილა. დღის განმავლობაში ალტკოინის ფასი ძირითადად 270 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

აღსანიშნავია, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასმა 6%-ით მოიმატა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 29 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 272.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ეს მაჩვენებელი 9%-ით მეტია წინა კვირის მაჩვენებელზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი