23 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
578

ხუთშაბათს, 23 მაისს ციფრული ვალუტის ბაზარი გაიზარდა. კრიპტოვალუტების ფასების ზრდა არცთუ ისე დიდი იყო, თუმცა კურსის გაუმჯობესება აშკარად შეიმჩნეოდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი კვლავ ცდილობდა 8.000 დოლარის დონესთან მიახლოებას. დღის პირველ ნახევარში ბიტკოინის ფასის ნიშნული 7.638 დოლარს შეადგენდა. დღის მეორე ნახევარში კი თანდათანობით ფასმა ზრდა დაიწყო და 7.946 დოლარზე დაფიქსირდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 3%-ით გაუმჯობესდა.

რაც შეეხება მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: ბიტკოინის ფასის მსგავსად ეთერიუმის ფასიც გაიზარდა. დღის განმავლობაში ალტკოინის ფასის ნიშნული 246 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

თუმცა ფასის კლებაც დაფიქსირდა, როდესაც ეთერიუმის კურსის ნიშნული 233 დოლარზე ჩამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 23 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 245 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი