12 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
604

კვირას, 12 მაისს ციფრული ვალუტების ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა.

CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის კურსი დღეში დაახლოებით 1,5%-ით იყო გაზრდილი. დღის განმავლობაში კი ბიტკოინის ფასი 7.500 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 23%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კაპიტალიზაცია 20 მილიარდ დოლარს შეადგენს. ალტკოინი კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციას.

CoinMarketCap-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსის მაჩვენებელი 2.25%-ით იყო გაზრდილი. დღის განმავლობაში კი ალტკოინის ფასი 187-სა და 194 დოლარს შორის მერყეობდა.

აღსანიშნავია, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 16%-ით არის მომატებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 12 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 212 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი