კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
339

ბოლო რამდენიმე დღეა ციფრული ვალუტის ფასები სტაბილურად აჩვენებს ზრდის ტენდენციას.

ბიტკოინი

მიუხედავად ამისა, ბიტკოინის ფასი 5.900 დოლარის ნიშნულს არ ასცდენია. თუმცა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ როდესაც ბიტკოინი 5.600 დოლარის ზღვარს გადასცდა ეს უკვე ცალსახად პოზიტიური ნიშანი იყო.

კურსის ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელი დონე 6.480 დოლარია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინს ძლიერი წინააღმდეგობა 6.000 დოლარზე შეხვდება.

თუკი კრიპტოვალუტა 5.600 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდება მოსალოდნელი დონე 4.914 დოლარი იქნება. ასეთ დროს ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 5.400 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

ეთერიუმი

ეთერიუმის ფასი 167 დოლარის ნიშნულს ასცდა. ამჟამად, კრიპტოვალუტის კურსი 178 დოლარს შეადგენს.

თუკი ალტკოინის კურსი 180 დოლარსა და 190 დოლარს შორის იმოძრავებს მოსალოდნელია, რომ ფასის სტაბილურად გაზრდის შემთხვევაში კურსი 225 დოლარამდე გაიზარდოს.

თუმცა ანალიტიკოსები იმასაც პროგნოზირებენ, რომ შესაძლოა ეთერიუმის ფასი 180-სა და 190-ს შორის დარჩეს და ფასის ზრდა ვერ მოახერხოს.

რიპლი

ამ ეტაპზე რიპლის ფასი 0.31 დოლარს შეადგენს. ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კურსმა 0.28 დოლარის ნიშნული დაიკავოს.

თუკი, ფასი შემცირდა ზრდის ტენდენციის პირველი ნიშანი იქნება, როდესაც კურსი 0.33 დოლარის ზღვარს დასძლევს.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რიპლის აქვს პოტენციალი, რომ 0.38 დოლარის დონეს მიუახლოვდეს.

ექსპერტები მოვაჭრეებს მოუწოდებენ, რომ ფასის ზრდას დაელოდონ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის ფასი 255 დოლარსა და 335 დოლარს შორის მოძრაობს. ამჟამად, კრიპტოვალუტის კურსი 297 დოლარს შეადგენს.

თუკი ალტკოინის ფასი გაიზრდება მოსალოდნელი დონე 363 დოლარი იქნება. ფასის შემცირების შემთხვევაში კი მოსალოდნელი დონე 227 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მხოლოდ ფასის მომატების დროს დაიწყონ ვაჭრობა.

ლაიტკოინი

ამჟამად, ლაიტკოინის ფასი 77 დოლარია. ფასის ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ალტკოინის კურსი 91 დოლარამდე გაიზარდოს.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ანალიტიკოსების პროგნოზი არ გამართლდება მოსალოდნელი დონე 62 დოლარი იქნება.

თუმცა, თუ ალტკოინი ზრდის ტენდენციას აჩვენებს ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ფასმა შესაძლოა, 158 დოლარამდე გაზრდაც კი მოახერხოს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მომატებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი