7 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
556

კვირას, 7 აპრილს კრიპტოვალუტების ბაზარი გაიზარდა.

ბიტკოინის ფასმა 5.100 დოლარს მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში ციფრული ვალუტის ფასმა 2.5%-ით მოიმატა.

კვირის მანძილზე კი ბიტკოინის კურსის მატება 20%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კურსი ბიტკოინის მსგავსად გაზრდილია. ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაცია კი ამჟამად 17.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მეორე უმსხვილესი ალტკოინის, რიპლის კაპიტალიზაცია კი 15 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის მოგებამ 2.12% შეადგინა. დღის მანძილზე ეთერიუმის ფასი 163-სა და 168 დოლარს შორის მოძრაობდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღის ბოლოს ალტკოინის კურსმა 175 დოლარამდე მოიმატა.

კვირის განმავლობაში ეთერიუმის ღირებულება თითქმის 19%-ით არის გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 7 აპრილს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 180 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი