3 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1027

ოთხშაბათს, 3 აპრილს კრიპტოვალუტების ბაზარზე ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში CoinMarketCap-ზე მოცემული კრიპტოვალუტების ფასი საშუალოდ დაახლოებით 20%-ით იყო გაზრდილი.

გუშინ, ბიტკოინის ფასი 5.300 დოლარის დონეს მიუხლოვდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასის ნიშნული ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 10%-ით გაიზარდა.

ამ ეტაპზე ბიტკოინის ღირებულება 5.283 დოლარია. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 93 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტა ეთერიუმს: გუშინ, ალტკოინის ფასი 180 დოლარის ნიშნულთან ძალიან ახლოს იყო. ბოლო 24 საათის განამვლობაში კრიპტოვალუტის კურსმა თითქმის 12%-იანი მოგება ნახა.

უნდა აღინიშნოს, რომ გუშინდელი მონაცემების მიხედვით ეთერიუმის კაპიტალიზაცია 18 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 3 აპრილს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 184 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი