11 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
526

ორშაბათს, 11 მარტს ციფრული ვალუტის ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი მხოლოდ 0.15%-ით შემცირდა. ძირითადად კრიპტოვალუტის კურსი 3.900 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის კურსმა თებერვლის განამვლობაში ყველაზე მაღალი ნიშნული, 4.210 დოლარი 24 თებერვალს დაიჭირა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტა 4 მარტს 3.733 დოლარის დონეზე დაფიქსირდა, რაც ბოლო პერიოდში ბიტკოინის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მიუხედავად ამისა, ბიტკოინი კვლავ ირჩება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით ყველაზე დიდ კრიპტოვალუტად. უკანასკნელი მონაცემებით ბიტკოინის კაპიტალიზაცია დაახლოებით 68 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება კაპიტალიზაციით რიგით მეორე კრიპტოვალუტას: ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი დაახლოებით ერთი პროცენტით შემცირდა. ალტკოინის ღირებულება კი 135 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 12 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 133 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი