31 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1987

ხუთშაბათს, 31 იანვარს ციფრული ვალუტების ბაზარი მცირე რყევებს განიცდიდა. კრიპტოვალუტების ფასები წინა დღესთან შედარებით შემცირებული იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ კურსის კარდინალური ცვლილებები არ დაფიქსირებულა.

მიუხედავად ამისა, ბიტკოინის კურსი მაინც მოექცა 3.450 დოლარის ნიშნულს ქვემოთ. თუმცა დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი მხოლოდ ერთი პროცენტით შემცირდა. 31 იანვარს ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი 3.449-დან 3.460 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

რაც შეეხება რიპლის: უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასმა თითქმის 3.4%-ით დაიკლო. ამან კი გამოიწვია ის, რომ რიპლის კურსი 0.30 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ფასის შემცირებისას რიპლის კურსი 0.31 დოლარის ზღვარს ქვემოთ არაერთხელ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 31 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 113.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი