4 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
606

პარასკევს, 4 იანვარს კრიპტოვალუტის ბაზარს განსაკუთრებული ცვლილება არ განუცდია. გუშინ ციფრული ვალუტების ბაზარი შემცირდა და დღესაც არ დაფიქსირებულა ფასების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

ბიტკონის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 2%-ით შემცირდა. კრიპტოვალუტის კურსმა 3.798 დოლარის ნიშნული დაიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 3.800-სა და 3.900 დოლარს შორის მოძრაობდა.

კვირის განმავლობაში კი ბიტკოინის ფასის მაჩვენებელი მხოლოდ 3.5%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კურსს განსაკუთრებული ცვლილება არ განუცდია. ის კვლავ 150 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ დღის მანძილზე ალტკოინის ფასმა 154 დოლარსაც კი მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 4 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 მილიარდით ნაკლები იყო წინა დღის მონაცემთან შედარებით. საბოლოო ჯამში კი კაპიტალიზაციამ 128.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი