24 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
356

ორშაბათს, 24 დეკემბერს კრიპტოვალუტების ბაზარმა უკან დახევა განაგრძო. ეს კი ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტების ფასები ისევ შემცირდა.

ყველაზე მსხვილმა კრიპტოვალუტამ, ბიტკოინმა გასულ კვირას შეძლო და 4.000 დოლარის მხარდაჭერა მოიპოვა. თუმცა დღევანდელი მონაცემებით ბიტკოინის ფასი ამ ზღვარს ჩამოსცდა. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსი 3.800 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 4.078 დოლარზე დაიხურა.

რაც შეეხება რიპლის: ბოლო 24 საათის მანძილზე ალტკოინის ფასი დაახლოებით 12%-ით არის შემცირებული. ამ ეტაპზე კი რიპლი 0.38 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 24 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 139 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დღევანდელი მონაცემებით კი, ციფრული ვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული და ის 128 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი