ანალიტიკოსები: შესაძლოა, ლაიტკოინის კურსი 20 დოლარზე აღმოჩნდეს

0
273

ლაიტკოინის კურსი ბოლო ხუთი დღის განმავლობაში 30-სა და 20 დოლარს შორის მოძრაობს. გუშინ ალტკოინს მცირე მცდელობა ჰქონდა, რომ 23 დოლარის ნიშნულს ასცდენოდა, თუმცა ვერ მოახერხა.

11 დეკემბერს ლაიტკოინზე ვაჭრობა 24 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული. საღამოს ალტკოინზე ვაჭრობა 23 დოლარზე დაიხურა, რომელიც თავის მხრივ, დღის ყველაზე დაბალი მაჩვენებელს წარმოადგენდა.

ლაიტკოინის ფასის ზრდის ნიშანი იქნება, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი 40 დოლარის ფარგლებში დაიწყებს მერყეობას. იმ შემთხვევაში კი, თუ ციფრული ვალუტის ფასი 23 დოლარის ქვემოთ აღმოჩნდება მოსალოდნელია, რომ ლაიტკოინის კურსი 20 დოლარზე დაფიქსირდეს.

ამ ეტაპზე ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მომატებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

რაც შეეხება კარდანოს: ალტკოინის ფასი კვლავ კლების ტენდენციას განიცდის. 11 დეკემბერს კარდანოზე ვაჭრობა 0.030117 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 0.030434 დოლარი იყო, ხოლო ყველაზე დაბალი კურსი 0.028915 დოლარს შეადგენდა. დღის ბოლოს კი ალტკოინზე ვაჭრობა 0.029551 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კარდანოს კურსი 0.027237 დოლარზე ქვემოთ ჩამოვა შესაძლებელია, რომ მომდევნო ნიშნული 0.025954 დოლარი იყოს. ასეთ დროს ანალიტიკოსები ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი