25 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    კვირას, 25 ნოემბერს ციფრული ვალუტის ბაზრები კიდევ უფრო შემცირდა. კრიპტოვალუტების ფასებმა დაახლოებით, 10-15%-ით დაიკლო. ყველაზე მეტად ფასის კლება Stellar-მა განიცადა. ალტკოინის ფასი 20%-ით შემცირდა.

    გუშინ წინ 24 ნოემბერს, ბიტკოინის ფასი 4.000 დოლარის ქვემოთ მოექცა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც 2017 წლის სექტემბრიდან დღემდე ბიტკოინის კურსი 4.000 დოლარის ზღვარს ჩამოსცდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 3.585-დან 3.800 დოლარამდე მერყეობდა.

    უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 10 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი მხოლოდ 10%-ით შემცირდა. ბოლო 7 დღის მანძილზე კი ბიტკოინის ფასმა 32%-ით დაიკლო.

    რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინ, ალტკოინის კურსი 115 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დღის განმავლობაში ფასის ყველაზე დაბალი ნიშნული კი 101 დოლარზე დაფიქსირდა.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 25 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 130 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *