20 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2089

ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ინდუსტრია პანიკამ მოიცვა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მცირდება.

20 ნოემბერს, სამშაბთს ბიტკოინის კურსი უკიდურესად შემცირდა. კრიპტოვალუტამ 24 საათის მანძილზე 17% დაკარგა. კრიპტოვალუტის ფასი 4.400-დან 4.500 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. გუშინ ბიტკოინის კაპიტალიზაცია წინა დღესთან შედარებით 7 მილიარდით შემცირდა და საბოლოდ 77 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ბიტკოინის მსგავსად არც ეთერიუმია უკეთეს მდგომარეობაში. ალტკოინის კურსი 150 დოლარის დონეს ჩამოსცდა და შეიძლება ითქვას, რომ სულ უფრო დაბლა მიიწევს.

გუშინ, ეთერიუმზე ვაჭრობა 130 დოლარზე დაიხურა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ალტკოინის ფასი 24 საათის განმავლობაში 15%-ით შემცირდა. 20 ნოემბერს ეთერიუმის კაპიტალიზაციამ 13 მილიარდი დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 20 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 146 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი