13 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
695

სამშაბათს, 13 ნოემებრს ციფრული ვალუტების ბაზარი შემცირებას განიცდიდა. კრიპტოვალუტების უმეტესობამ ფასების კლების ტენდენცია აჩვენა.

ბიტკოინის ფასის მაჩვენებელი 6.300 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბიტკოინის კურსი 6.370 დოლარს ჩამოსცდა. დღის მანძილზე კრიპტოვალუტის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 6.345 დოლარზე დაფიქსირდა. ბიტკოინი ცდილობდა, რომ 6.400 დოლარის ნიშნულს დაბრუნებოდა, თუმცა ეს არ გამოუვიდა.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსის დანაკარგი 1.34%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კურსმა მცირე რყევები განიცადა, თუმცა ფასი 200 დოლარის ნიშნულს არ ჩამოსცდა. ეთერიუმის ფასის მაჩვენებელი ძირითადად 206-დან 210 დოლარამდე მერყეობდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასი 1.26 დოლარით შემცირდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ალტკოინის ფასის კლების მაჩვენებელი 4%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 13 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 210 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი