8 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1794

კვირას, 8 ნოემბერს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის შუა პერიოდში ბიტკოინის კურსი ზრდას აჩვენებდა. ჯერ კიდევ 6 ნოემბერს კრიპტოვალუტის ფასმა მკვეთრად მოიმატა. ანალიტიკოსების პროგნოზი გამართლდა და ბიტკოინის ფასი 14.000 დოლარის ნიშნულს მნიშვნელოვნად ასცდა.

უკვე შაბათ-კვირას ციფრული ვალუტის ფასი 15.000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა კვირას, დღის ბოლოს, ბიტკოინის კურსი დაახლოებით 2.17%-ით იყო შემცირებული.

კრიპტოვალუტის ფასი კი 15.170 დოლარს შეადგენდა.

ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი კი 64.2% იყო.

რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინ, ალტკოინის ღირებულება ასევე შემცირდა. ეთერიუმის კურსი 443 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 3.91%-ით შემცირდა.

თუმცა პოზიტიური ნიშანია, რომ ეთერიუმის ფასი კვლავ 400 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 8 ნოემბერს, საღამოს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 438.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.