7 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
175

ოთხშაბათს, 7 ნოემბერს კრიპტოვალუტების ბაზარი მეტნაკლებად სტაბილურად გამოიყურებოდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დღის განმავლობაში ციფრული ვალუტების ფასების განსაკუთრებული ცვლილება არ დაფიქსირებულა.

ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 1.3%-ით გაიზარდა. შესაბამისად, კრიპტოვალუტის ფასი 6.400 დოლარის ნიშნულს ასცდა და 6.527 დოლარზე დაფიქსირდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღის მანძილზე უმნიშვნელო არასტაბილურობაც შეინიშნებოდა, რა დროსაც ბიტკოინის ფასის მაჩვენებელი 6.441 დოლარამდე შემცირდა.

ამასთანავე, უნდა აღინოშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 3%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინ, კრიპტოვალუტის კურსი მხოლოდ 0.16%-ით გაიზარდა და საბოლოოდ, ფასი 218 დოლარზე დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ალტკოინის კურსი დღის განმავლობაში მცირე რყევებს განიცდიდა. კონკრეტულად, ეთერიუმის კურსი 215-სა და 221 დოლარს შორის მოძრაობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 7 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 219 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი