30 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
410

ორშაბათს, 30 ოქტომბერს ციფრული ვალუტის ბაზარი დაახლოებით წინა დღის მსგავსად გამოიყურებოდა. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტების ფასის განსაკუთრებული ცვლილება არ შეინიშნებოდა.

ბიტკოინის კურსი გუშინ 6.400 დოლარის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 6.330 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი დაახლოებით 0.13%-ით შემცირდა. კრიპტოვალუტის ფასი 6.330-დან კიდევ უფრო დაბლა ჩამოვიდა და 6.299 დოლარზე შეჩერდა. თუმცა დღის მანძილზე ბიტკოინის კურსს პოზიტიური ცვლილებაც ჰქონდა, რა დროსაც ფასის მაჩვენებელი 6.364 დოლარზე დაფიქსირდა.

ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის კურსმაც კლება განიცადა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასი 0.27%-ით შემცირდა. თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ კრიპტოვალუტის კურსი ისევ 200 დოლარის ზღვარს ქვემოთ დარჩენილიყო. 30 ოქტომბერს ეთერიუმის ღირებულება 196 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 30 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 203 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი