უინკლევოსების კრიპტობირჟა Nasdaq-თან პარტნიორობს

    კემერონ და ტეილორ უინკლევოსების კრიპტოვალუტის ბირჟა “ტყუპებმა” განაცხადა, რომ Nasdaq-თან პარტნიორობას იწყებდა.

    ახალი ამბები იმ დღეს გავრცელდა, რა დღესაც NASDAQ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადანა ფრიდმენმა განაცხადა, რომ კომპანია “ღიაა” კრიპროვალუტის ბირჟის პლატფორმის შესაქმნელად. ეს კი მოხდება მაშინ, როცა ბაზარი დასტაბილურდება.

    როგორც პრეს-რელიზშია აღნიშნული უინკლევოსების ბირჟა NASDAQ- ის SMARTS-ის ტექნოლოგიას ბაზრის მონიტორინგის მიზნით გამოიყენებს.

    “NASDAQ- ის SMARTS-ის მიერ ბაზრის მონიტორინგი ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ “ტყუპები” ყველა ბაზრის მონაწილეებისთვის საერთო წესებს დააწესებენ”, – განაცხადა ტეილორ უინკლევოსმა NASDAQ-თან პარტნიორობის შესახებ.

    SMARTS ახდენს პოტენციურად საეჭვო ვაჭრობის გამოვლენას. შემდეგ იძიებს ფაქტს და ანალიზს უკეთებს.

    როგორც NASDAQ- ი აცხადებს, აღნიშნულ ტექნოლოგიას ამჟამად, 45 ბაზარი, 17 მარეგულირებელი და 140-ზე მეტი ბაზრის მონაწილე იყენებს.

    შეგახსენებთ, რომ უკანასკენლი მონაცემების თანახმად, უინკლევოსები პირველი ბიზნესმენები არიან, რომლებმაც ბიტკოინით მილიარდი დოლარის კაპიტალის დააგროვება მოახერხეს. მათი ვარაუდით კი, მომავალში ბიტკოინის კაპიტალიზაცია 5 ტრილიონი დოლარი იქნება.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *